10/11/2021
17:41
საზოგადოება
„რამდენიმე ხნის წინ დავწერე ეს პოსტი და თითქოს შინაგანი ხმა გადმოვეცი, გადის ხანი და ამ პოსტის ადრესატები კვლავ ბედავენ და კვლავ დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებენ (ჰოი საოცრებავ). რაღაც გადაცემა ჰქონიათ რუსებს, სადაც ქვედა ფონზე საქართველოს დროშა იყო, ამაზე ატეხეს ერთი ვიშ-ვიში, დამაინტერესა რა ხდებათქო? უი, გადავახვიე და ვნახე, რომ ყველა დროშა მასე იყო, რუსების დროშაც კი... აი, საერთოდ არ მაინტერესებს ჩვენი მტერი, ოკუპანტი რუსები ვისზე და რაზე რას იტყვიან, მაგრამ პირდაპირ რუსეთის აგენტურა რომ ჩვენზე (ჩვენს ხელისუფლებაზე) რუსეთთან კავშირებს ახსენებს, ნუ აი, სასაცილოც აღარაა. თუმცაღა რატომ უნდა გამიკვირდეს ეს ყველაფერი? ესენი ხომ რუსული უშიშროების სკოლა გამოვლილნი არიან? (ფოტოზე აღბეჭდილია ქვედა ფონი, სწორედაც რუსული დროშითაც)
პოსტი, გახსენებისათვის : ,ქართველების დედა მოვ…ან“, ვინც ეს ფრაზა წარმოთქვა (თემურ ალასანია/რუსეთის უშიშროების თანამშრომელი) - თქვენთან არის. „ბოდიშს ვუხდი გავრილოვს“ ტექსტებით ვინც ეახლა რუსეთის დუმას (ნინო ბურჯანაძე) - თქვენთან არის. „ჩაგიფსით ღვინოში და ბორჯომში“ ტექსტის ავტორი (ნიკა გვარამია) - თქვენთან არის. პუტინს ვინც ეახლა და დაუჩოქა (ნატო ჩხეიძე) - თქვენთან არის და თქვენ გაფინანსებთ რუსეთის უშიშროების ერთადერთი სტიპენდიატი (ბუბა კიკაბიძე) - თქვენთან არის. „მგიმოს“ (რუსეთის უშიშროების სასწავლებელი) ერთადერთი კურსდამთავრებული (ელენე ხოშტარია) - თქვენთან არის. „ეს ენ გეში“ შესვლაზე ხელი ვისაც აქვს მოწერილი (ბარამიძე გია) - თქვენთან არის. „ომი დაიწყო საქართველომ“ დოკუმენტს ვინც ხელი მოაწერეს (თარგამაძე, კანდელაკი და ა.შ) - თქვენთან არიან.
2003 წელს, ხელისუფლება გადაგაბარათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა ჰესი, წყლის კომპანიები, ელ/გადამცემი სისტემები, ბორჯომის წყალი, 100-ზე მეტი სოფელი შიდა ქართლის, კოდორის ხეობა და კიდევ რამდენი რამ, მხოლოდ რუსეთს მიეცით. მინდა ვუთხრა რუსეთის უშიშროებას - „საღოლ“, სააკაშვილის სახით, თქვენ თანამშრომელი მოგიმზადებიათ, მართლაც ტაში თქვენ და თქვენს თემურ ალასანიას... და ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის შემოქმედნი გამოდიან და ჩვენკენ იშვერენ თითს და ევროპულ მომავალზე გვესაუბრებიან - აი, საოცრება.
პ.ს: რაც ზემოთ მაქვს აღნიშნული, რომელიმე ფაქტი თუ არის სიცრუე ან/და ოდნავ მაინც შეცვლილი, ბოდიშს მოვიხდი, თუ არადა ქართველობაზე უარის მთქმელი სააკაშვილის მომხრეებო, კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რატომ ემსახურებით რუსულ უშიშროებას?“ - წერს ირაკლი ლატარია.
0
0