მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს - აიღონ, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან, რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია? - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით ჯაფარიძემ ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას. ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული პარტია და ახლა, რასაც ის ცდილობს. დარღვევაზე მეტია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების შესახებ სადამკვირვებლო მისიებს ინფორმაცია თავადაც მიაწოდეს.
„მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, აიღონ, რასაც სთავაზობს „ქართული ოცნება“, ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ, როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, ეს ხომ ის სიმდიდრეა,რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა? გამოართვან, ოღონდ გააფერადონ სხვა ნომერი და არ გააფერადონ „41“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და ამით ცდილობს, რომ აქტივობა დაწიოს და მოქალაქეები არჩევნებზე არ მივიდნენ.
მან, ასევე, ისაუბრა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილი საკითხის განხილვაზე. გია ჯაფარიძის მოსაზრებით, ლუქსემბურგში „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებული გზავნილები იქნება კრიტიკული და მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.
0
0