19/07/2022
14:43
პოლიტიკა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გვარამიამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
„მინდა მიხეილ სააკაშვილი მოვიკითხო და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ბევრს ვნერვიულობ, მინდა გავამხნევო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ევროკავშირი, სანამდეც სააკაშვილმა ყველაზე ახლოს მიგვიყვანა და მერე მისი ინერცია იყო ვიზა ლიბერალიზაციაც და თავისუფალი ვაჭრობაც, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული ადგილი. მოკლედ მინდა ვთქვა, მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, დავამარცხოთ სიბნელე, მაშინ ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ შერჩევითები იმ სიკეთეებში, რასაც ვიცავთ. არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში ციტირებდე მუდმივად იმას, რაც გაწყობს და გვერდს უვლიდე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს“, - განაცხადა გვარამიამ.
0
0