02/11/2021
10:18
პოლიტიკა
“მგონია, რომ ყველას გვესმის, კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იბადება. შეუძლებელია კარგი აზრები მხოლოდ იმ ხალხს მოსდიოდეს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ აქამდე თქვენგან, ჩათვალეთ რომ ეს ჩემი კრიტიკაა პარლამენტის მიმართ, არ მიგრძვნია, რომ რამეში შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს, მე თუ მივაგენი როგორ არის სწორი ქცევა რაღაცის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ოპოზიციონერს, ფიზიკურად არანაირი შანსი გაქვს რამე გაიტანო. ყველამ ვიცით, რომ მაგალითად, თუ რაიმე კანონპროექტი შემოდის და ეს თუ არის ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ შემოტანილი, ე.ი ამის მიღება მაღალი ალბათობით შესაძლებელია და თუ ოპოზიციონერის მხრიდან – არა.
ადამიანები გვეუბნებიან, რა გინდოდათ მაგ პარლამენტში, ადამიანებისთვის ვერაფერს ცვლითო. ჩვენ 11 საკითხი გვაინტერესებს. შეუძლებელია ამ 11 საკითხიდან არც ერთი თქვენგანი ან არ მეთანხმებოდეს. მოდით, გთხოვთ, როგორც მე გადავდგი ნაბიჯი და მოგილოცეთ, თქვენც გადადგით ნაბიჯი და გვითხარით, სად მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვის რა აინტერესებს.
ხომ ძალიან მარტივია, ჩვენ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 84 კაცი კანაფის გამო ციხეში არ გვეჯდეს. ლეგალური მცენარის გამო ადამიანი ციხეში არ გვეჯდეს მინიმუმ, ადამიანებს ვისაც სიმსივნე აქვს, ვისაც სტკივა გამაყუჩებელი ჰქონდეს და ამას ექიმი წყვეტდეს და არა პოლიციელი. აი, ასეთ საკითხებზე ვის ველაპარაკო, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სადაც მართლები ვართ, ადამიანურად რომ საწინააღმდეგო აზრი ბოროტებაა, ვის დაველაპარაკოთ ამის გადასაჭრელად“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0