
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევა თითოეული მოქალაქისთვის ტრაგედიაა.
„მინდა, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, გარდაცვლილი მარიტას ოჯახს. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან მძიმეა დღეს ამ თემაზე საუბარი. ალბათ, ყველას გვესმის რა შეგრძნებებით გვიწევს საუბარი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველას სრულიად საქართველოსა და ოჯახს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
0
0