
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე ზაზა გოგავას კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თავად ზაზა გოგავა.
"მოგესალმებით ყველას და მივესალმები იგორ ნარმანიას და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ორგანიზაციას. განსაკუთრებით მინდა მივესალმო გიული ალასანიას. ქალაქ თბილისის თავზე ყოველ თქვენგანს შეუნიშნავს “ქართლის დედა”. წარმოუდგენელია შვილი გყავდეს პუტინის ტყვეობაში და ასე მედგრად იდგე, აჩვენებდე თავგანწირვას, გარედან მხნეობას. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დღეს მოიცალა და მოვიდა აქ ჩვენთან ერთად.
თბილისი ყოველი ქართველისთვის ერთიანი საქართველოს მარადიული სიმბოლო და საფიცარი ხატია.
ოდითგანვე საქართველოს სვე-ბედი თბილისის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული.
თბილისი ყოველთვის იყო არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ცენტრი, ის იყო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე. მინდა დავსვა შეკითხვა, თუ რა იყო მიზეზი, რატომაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა?ეს იყო ერთიანი კავკასიური კულტურულ-პოლიტიკური სივრცის შექმნის იდეა, რამაც განვლილი 9 საუკუნის განმავლობაში წარმატებით იმუშავა. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს!" - განაცხადა გოგავამ.
0
0