ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ზურიკო დავითაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღეს რთული თამაში იყო. მინდა, მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშზე სტადიონი უფრო გახარებულებმა დავტოვოთ.
ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ჩეხებსაც ჰქონდათ მომენტები. ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა.
შემდეგ თამაშს რაც შეეხება, რთულია თქმა, რომ პორტუგალიასთან გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ამ თამაშებზე გამოჩნდა“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
0
0