29/04/2023
22:04
პოლიტიკა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არჩევნებში მხარი დაუჭირა.
გიორგი ხახუბიას თქმით, არჩევნებში გამარჯვება და ამომრჩეველთა ნდობა აძლევს მოტივაციას, რომ უკეთ იმუშაოს იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა და ნდობა გამომიცხადა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რომელიც იმედს და საშუალებას მაძლევს, უკეთ ვიმუშაო იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. არჩევნები ფოთში, ხობსა და სენაკში მიდიოდა მშვიდად. ადგილი არ ჰქონდა რაიმე გადაცდომას. ასევე მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
0
0