
"ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!
კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი მიღება ბოლო ღონისძიებაა საქართველოში, რომელსაც ის ელჩის რანგში მართავს.
სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025