
ოფიციალურ პოზიციაზე მოსვლისთანავე, ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ტრანსგენდერის იდეოლოგიის ინდოქტრინაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სურს რომ კონგრესმა მიიღოს კანონი, რომელიც „სამუდამოდ დაასრულებს იმ ტყუილს, რომ რომელიმე ბავშვი არის არასწორ სხეულში“.
„ჩვენი ადმინისტრაცია ასევე მუშაობს იმაზე, რომ დავიცვათ ჩვენი ბავშვები საშიში იდეოლოგიებისგან სკოლებში. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათი 13 წლის ქალიშვილის სკოლის მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ საიდუმლოდ მოახდინეს მისი სოციალური გარდაქმნა. მასწავლებლები და ადმინისტრაცია შეთქმულებაში იყვნენ, რათა მოტყუებით დაემალათ ოჯახისთვის, რომ მათ ქალიშვილს აძლევდნენ ახალ სახელსა და ნაცვალსახელებს (they/them). სწორედ ამგვარი ისტორიების გამო, ოფიციალურ პოზიციაზე მოსვლისთანავე, ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის ტრანსგენდერის იდეოლოგიის ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც წყვეტს საბიუჯეტო დაფინანსებას ნებისმიერი ინსტიტუციისთვის, რომელიც ჩართულია ახალგაზრდობის სექსუალურ მუტაციაში. მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დაისჯება სქესის შეცვლა ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს იმ ტყუილს, რომ რომელიმე ბავშვი არის არასწორ სხეულში. ეს არის დიდი ტყუილი. ჩვენი გზავნილი ყოველი ამერიკელი ბავშვისთვის არის, რომ თქვენ სრულყოფილი ხართ ზუსტად იმ სახით, როგორც ღმერთმა შეგქმნათ, რადგან ჩვენ ვაშორებთ ე.წ. ვოუქიზმს ჩვენს სკოლებს, სამხედრო სამსახურიდან და საზოგადოებიდან. „ვოუქიზმი“ არის პრობლემა. „ვოუქიზმი“ არის ცუდი“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0