
22 ნოემბერს ცნობილი მსახიობი 45 წლის ხდება. თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა.
„22 ნოემბერს 45 წლის ვხდები, რა ამბავია... რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა იწყებს დრო გასვლას. სკოლის ასაკში მეგონა, რომ 18 წლის ვერასოდეს გავხდებოდი. 18-ისაც გავხდი, 25-ის, 35-ის და ახლა 45 წლის ვხდები. ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ჩქარა გადის დრო.
ნუ მეტყვით ახლა, გახდიო, სარკეში ჩაიხედეთ, მინდა, გავხდები და მინდა გავსუქდები, მშვენივრად ვგრძნობ თავს... ეს იდიოტებისთვის ვთქვი", - ამბობს მსახიობი.
ამ პოსტით მსახიობი საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა მისი გარეგნობის გამო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოხატა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მან მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეცვლილი იმიჯითაა. მის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი ხაზს უსვამდა იმას, თუ როგორ დაიკლო წონაში მსახიობმა.
მაშინდელ რეაქციებს მსახიობმა სოციალური ქსელით უპასუხა: "ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვე¬ნი ინტერესი?!"
საზოგადოებრივ რეაქციებს “ინსტაგრამის” "სთორით“ გამოეხმარა ნატალია ყიფშიძე. მან მამის შესახებ ემოციური პოსტი დაწერა:
"ამ თემაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან მამას პირადია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მამა ავად გახდა, საშინელი ბულინგია მისი ვიზუალის მიმართ. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავეთ მისი გაკიცხვისგან, მით უმეტეს, ინფორმაცია არ გაქვთ“, - დაწერა “ინსტაგრამში” ნატალია.
0
0