13/01/2022
13:47
პოლიტიკა
პროცესის მიმდინარეობას მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა:
„თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში და ჟენევაში იმართებოდა ნატოსა და რუსეთის შეხვედრა, სადაც რუსეთი მოითხოვდა ამოეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით, 2008 წელს გავიტანეთ ნატოს სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
მე მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები მე სასამართლო დარბაზში? - 1) 4 პიჯაკის ყიდვის გამო 2) ამნისტიის გამო 3) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო და 4) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს. აბა ოთხიდან ერთი გამოიცანით.
რის გამო იმყოფება სააკაშვილი პატიმრობის ქვეშ? - რის გამოც ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, ეტყობა, რაღაცას მიმიღწევია ცხოვრებაში. აქ არ ვარ მე იმისთვის, რომ ვითომ ჩადენილი დანაშაულების დეტალებში შევიდე. მე მინდა, ჩემს გამო დაკავებულ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, რეალურად, მე არც ვიცნობ ჩემს „თანამზრახველებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024