02/01/2023
19:53
მსოფლიო
“მინდა დავიბრუნო მამა… ჩემი ძმა. მე ოჯახი მინდა და არა „ინსტიტუტი“. სამეფო ოჯახს აბსოლუტურად არ გამოუჩენია შერიგების სურვილი. მათთვის უმჯობესია, ჩვენ როგორმე ბოროტმოქმედებად დავრჩეთ”, - ამის შესახებ სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ ITV-სთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
"დგება მომენტი, როცა დუმილი ღალატია, რადგან ბუკინგემის სასახლემ არ დაგვიცვა მე და ჩემი მეუღლე მეგან მარკლი, სანამ ჩვენ სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს ვიტყოდით.
ვცდილობდი სამეფო ოჯახთან ჩემი საუბრების კონფიდენციალურობის შენარჩუნებას, მაგრამ ტაბლოიდებში გამოქვეყნებულ ამბებთან საბრძოლველად იძულებული გავხდი, შეშფოთება საჯაროდ გამომეხატა - ჩემი და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ჟონავდა.
ბოლოში კი ამბობენ, რომ კომენტარისთვის მიმართეს ბუკინგემის სასახლეს.
თუმცა მთელი ამბავი ბუკინგემის სასახლის კომენტირებაა. იცით, ჩემი ოჯახის დევიზია არასოდეს დავიჩვილოთ, არასოდეს განვმარტოთ რაიმე, მაგრამ ეს მხოლოდ დევიზია", - თქვა სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ ITV-სთან სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც სრულად ეთერში 8 იანვარს გავა.
მომავალ კვირას, პრინცი ჰარი ჟურნალისტ ტომ ბრედბისთან ინტერვიუში პირად ურთიერთობებზე, დედის, დიანას გარდაცვალებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
0
0