18/01/2025
14:12
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას PSG TV-მ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლასა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.
– ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ის მაისურის ტარება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. ამით ძალიან ვამაყობ, ეს ოცნებაა და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ.
რატომ გადაგაწყვიტეთ პსჟ-ში გადასვლა?
– აქ ჩამოსვლის აუცილებლობაში გუნდის პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს, როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან და ეს ძალიან მომწონს. აქ ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა ითამაშა, ამიტომ, როცა პარიზში თამაშის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არც მიფიქრია.
კლუბის მოთამაშეებიდან იცნობთ ვინმეს?
– დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ – მაგალითად, ფაბიან რუისს, ვისთან ერთადაც „ნაპოლიში“ ვთამაშობდი, ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლამდე ვესაუბრე.
თქვენ იმუშავებთ ლუის ენრიკესთან…
– ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ფეხბურთელი, რომელსაც ლუის ენრიკე წვრთნის.
რა მიზნები გაქვთ?
– მინდა, ახალი გამოწვევებისთვის, ოცნებებისა და მიზნებისთვის ვიბრძოლო, გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, რათა მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.
უკვე დაათვალიერეთ „პარი სენ-ჟერმენის“ საწვრთნელი ბაზა. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
– წარმოუდგენელი ბაზაა. აქ ყველა პირობაა, რომელიც საჭიროა დიდი მიზნების მისაღწევად. ნიჭერ ახალგაზრდებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ გაიზარდონ და წინ წავიდნენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე პროფესიული გუნდისთვის.
გულშემატკივრებს რას ეტყოდით?
– მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას და დიდ ემოციებს. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს შევუერთდი და მათ ძალიან მალე ვნახავ.
0
0