14/04/2023
11:04
პოლიტიკა
“მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო - დაწყებული კომპანიის ჩამოყალიბებით და გაგრძელებული ტელეფონზე დამრეკავებით.” - ამის შესახებ, ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ფაქტია, რომ ევროპელი სამართალდამცავებისთვის ე.წ თაღლითური ქოლცენტრების კვალი ბევრჯერ მოვიდა საქართველოში.
პირადად ჩემთვის ეს არის უაღრესად შეურაცხმყოფელი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაღაც ყალბი კომპანიებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით უცხოელ პენსიონერებს დანაზოგებს ჰპარავენ.
ეს ყველაფერი ჩემთვის სამარცხვინო და დამაცირებელია. წარმოიდგინეთ, თქვენს საკუთარ ბებიას ან პაპას ვინმემ მთელი ცხოვრების ნაწვალები დანაზოგი რომ წაღლიტოს, ამას თავად ის კი არა, თქვენც ვერ შეხედავთ მშვიდად.
მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო - დაწყებული კომპანიის ჩამოყალიბებით და გაგრძელებული ტელეფონზე დამრეკავებით.
არ გამიკვირდება, ამ მავნებლურ და შემარცხვენელ საქმეში ყოფილი და ახალნდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რომ ფიგურირებდნენ. - წერს ჩანადირი.
0
0