10/06/2023
18:18
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ენდობა სამხედროებს და მუდმივ კონტაქტზეა სამხედრო მეთაურებთან:
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ ბევრი დრო არ რჩება... უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეც დეტალურად არ ვისაუბრებ, მჯერა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ. თქვენ უნდა ენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი. მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ ჩვენს მეთაურებთან სხვადასხვა მიმართულებით... ახლა ყველა პოზიტიურ ხასიათზეა. ასე რომ, ეს გადაეცით პუტინს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება.
0
0