
სულ საქართველოს ცენტრში რეგისტრირებულია 9268 აივ ინფიცირებული პირი, 6917 – მამაკაცია და 2351 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 645 პაციენტს განუვითარდა, 1 956 გარდაიცვალა.
25 მარტის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 740 პაციენტი, მათ შორის 40 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 34.6 % (3207) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.5 % (4683) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.6 % (1170) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (115) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (42) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (51) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3478 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1230; შემდეგ იმერეთში 1110; აჭარაში 1069; აფხაზეთში (540); კახეთში (462) ქვემო ქართლში (539); შიდა ქართლში (356); გურიაში (198); სამცხე-ჯავახეთში (129) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 51 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა;
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530; 2021 წელს _ 530; 2022 წელს – 106.
2022 წელს გარდაიცვალა 19 აივ ინფიცირებული. 2021 წ. -144, 2020 წ. - 157, 2019 წ. - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. - 94, 2014 წ. - 84 პირი. 2022 წელს 19 გარდაცვლილთაგან: 13 მამაკაცია და და 6 ქალი.
0
0