15/03/2023
16:28
პოლიტიკა
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე კვირაში, სამი ქვეყნის საზღვაო ძალები ომანის ყურეში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.
„"Security Bond-2023"-ის სამხედრო წვრთნებში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ,“ - დასძინა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„ეს სამხედრო წვრთნები ხელს შეუწყობს მონაწილე ქვეყნების საზღვაო ფლოტებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზღვაო წვრთნები აშშ-სა და ჩინეთს შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა მსგავსი წვრთნები 2022 და 2019 წელსაც ჩაატარეს.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის პარალელურად, ჩინეთი და ირანი რუსეთის მოკავშირეებად დარჩნენ - ირანი მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავებს უგზავნის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენება. პეკინს არ მიუწოდებია იარაღი რუსეთისთვის და არც უკრაინაში შეჭრისთვის დაუჭერია მხარი, თუმცა მან მოსკოვთან მჭიდრო სავაჭრო კავშირები შეინარჩუნა და ომის დაგმობისგანაც თავი შეიკავა.
0
0