
მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ საქართველოს სახელმწიფოს ევრო კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის… - ამის შესახებ „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„რაღაც მოხმარებისთვის არ ვაკეთებ განცხადებას. მე ვაკეთებ განცხადებას როგორც მწამს, როგორც პერსონალურად და სუბიექტურად მოვიაზრებ, იმ განცხადებას ვაკეთებ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ამ თავისუფლებაში არის ჩემი ღირსება. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსი არ ეკუთვნის...ხალხს არ აძლევენ სტატუსს, სტატუსი ენიჭება სახელმწიფო ინსტიტუტს, ფუნქციონირებას, რაობას, შინაარსს. სახელმწიფო თუ არ არსებობს, სტატუსს ვერ მიიღებ. სახელმწიფო უნდა არსებობდეს. დღევანდელი მოცემულობით, მე მიმაჩნია, რომ დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც არ ფუნქციონირებს... “, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
0
0