
რას აპირებს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობის ორჯერ ჩაგდების შემდეგ - ხელისუფლების პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განმარტებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა "ქართულ ოცნებას" არ მისცენ შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში მათი არყოფნა გამოიყენონ და სრულად მობილიზებულები იქნებიან.
"მიმაჩნია, რომ შემდეგ სასესიო კვირაში ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს, მათ შორის ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის და ყველა საპარლამენტო ჯგუფის გეგმა, მაგრამ მიმაჩნია რომ "ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს და წავა ყველანაირ საბოტაჟზე, ოღონდ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
რაც შეეხება პოლიტიკოსების მიმართ კონკრეტული სანქციების დაწესებას - ახლა უკვე მეორე ეტაპი ძალიან მარტივად შეიძლება იმ პოლიტიკოსების მიერ დასმული შეკითხვები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც ფარავს ამ კლანს, ფარავს კორუფციას,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა "ნაცინალურმა მოძრაობამ" სასამართლოზე საგამოძიებო კომისია პარლამენტში არ შექმნას. რიგით მეორე კენჭისყრა პარლამენტში გუშინ ისევ ვერ მოხერხდა. მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის მოტივით, უმრავლესობამ რეგისტრაციაზე ისევ უარი თქვა. შედეგად კვორუმი ვერ შედგა.
0
0