
მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს აქ, ბრიუსელში. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით ბრიუსელში მას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, ძალიან მალე. ძალიან სწრაფად შევუდექით მუშაობას, ძალიან სწრაფი ტემპით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რომელიც ამ სტატუსს მოაქვს. მას ასევე მოაქვს დივიდენდები - არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ ჩვენი მუშაობის ტემპს, იმისთვის რომ ევროკავშირის და 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე დაიდოს შედეგები და სამოქმედო გეგმის შესრულება - იქნება ეს ეკონომიკური თუ საინვესტიციო გეგმა, იქნება ეს ზოგადად რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, იმისთვის რომ საქართველო ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს“, - განაცხადა ვარჰეიმ.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026