16/01/2025
12:02
მსოფლიო
უკრაინის აღდგენას ერთი თაობა დასჭირდება. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში. რამდენი მათგანი დაბრუნდება უკან ან რას დაუბრუნდებიან? - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
რუბიოს თქმით, უკრაინის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ათწლეულები და ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. მისივე განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს ომის დასრულება.
„როცა მე ახლა გესაუბრებით, უკრაინის ინფრასტრუქტურა, მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ნადგურდება ისე, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება აღდგენა. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი კონფლიქტია და ვფიქრობ, შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს ამ ომის დასრულება.“ - განაცხადა მარკო რუბიომ.
0
0