
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება. ოფიციალურ ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა. საკონსულო ჩრდილო იტალიის რვა რეგიონს მოიცავს.
„დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3 000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. ურთულესი ისტორიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ჩვენ დღესაც ვართ მზად მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იტალიისა და იტალიელი ხალხის მიმართ. ქართველებს გვაქვს რწმენა, რომ ევროპელ ხალხებს შორის ყველაზე მეტად ვგავართ იტალიელებს და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0