13/10/2021
17:49
საზოგადოება
"ეს და კვესიტაძე რომ მოღალატეებზე ტანტრუმებით გადაიქანცებიან, მერე ეგებ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც მივხედოთ...“ - წერს ჩერგოლეიშვილი და თაკო ჩარკვიანის სიტყვებს აქვეყნებს, სადაც ჩარკვიანი ამბობს:
"ვუსმენდი და ვფიქრობ, აი, ბოკერია მაინც სულ სხვაა. ღალატის ხარისხში პირველობას მაინც არ თმობს?! ნუ, რაღაცაში ხომ უნდა იყოს პირველი! პოლიტიკოსებო, "კეთილშობილებო", ეს აქცია 14-ში, პრეზიდენტის არჩევნების კი არა, მოშიმშილე დაჭერილი კაცის - მესამე პრეზიდენტის სოლიდარობისთვის აქციააა! რა უბედურება გჭირთ, რა?!“
ეკა კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს კომენტარებში თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და ჟურნალისტებს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა.
თამარ ჩერგოლეიშვილი: "მშურს შენი და უგულავასი და გადაგეკიდეთ, მინდა, რომ თქვენნაირი ვიყო და რომ არ გამომდის, დავიბოღმე".
ეკა კვესიტაძე: "მე ის მიკვირს, ამხელა მიქალანჯელო ქალი ჩვენზე რომ ცდები და ახალ-ახალ პოლიტიკოსებს, რომ არ აქანდაკებ! ასე არ გამოვა პარტიის რეიტინგის აწევა!"
იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე არ ცდება, ჩერგოლეიშვილმა სალონში პროცედურის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
0
0