
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიუ გუტერეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
0
0
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში იმყოფება
06/07/2026