
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს შტაბბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას ესწრება.
მაღალი რანგის პლენარული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
0
0