
თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკაც, რომელთანაც საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. თქვენო აღმატებულებავ, მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული და გულთბილი მასპინძლობისთვის. დღეს, უმაღლესი დონის შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0