
„ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი მომავლის და აქედან გამომდინარე სამშვიდობო პოლიტიკის, სტაბილურობის. ჩვენ ვახორციელებთ გონიერ, პრაგმატულ, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ იცის ევროპის ფასი და მიუხედავად მათი არასამართლიანი მიდგომისა, ქვეყანა მზად არის დიალოგისთვის.
„მიუხედავად მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტისა, შეურაცხყოფებისა, არასამართლიანი მიდგომისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. ვიცით რა არის ევროპის ფასი, ამიტომ ამაზე უარს ვერ ვიტყვით და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას. იგივე შეგვიძლია განვაცხადოთ ნატოსთან მიმართებაშიც. ისტორიის გახსენება არ ღირს თუ რა მონაწილეობას ვიღებდით ნატოს მისიებში, რა დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ უნდა გვეთქვა „კი“ ან „არა“ ნატოში გაწევრიანებაზე - ეს დამოკიდებული იყო ნატოზე, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში დაგვტოვა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
0
0