
ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა აუცილებელია.
„გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, მათ [აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას] ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა „ენჯეო“ სექტორის, ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ - სათაურებში გამოიტანეს, მგონი ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
0
0