
გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივია, მატულობს მაჩვენებლები, თუმცა ეს არამც თუ რაიმე საგანგაშოს არ მოასწავებს, არამედ არავითარი მიზეზი არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის, მდგომარეობა სტაბილურია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გრიპის სეზონისთვის სექტორი სრულად მზადაა.
„მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია, მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით, დღეს არავითარი პანიკის მიზეზი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ვითარება არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.
მინდა, შესაძლებლობით ვისარგებლო და კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთი მხრივ, აცრის მეშვეობით, მეორე მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი
07/01/2026