
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.
„მაგარი ამბავი! ქოცებისვე ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.
ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს. იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.
თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0