
მილოშევიჩმა ოპოზიციის პოპულარული ლიდერი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა, შემდეგ მილოშევიჩი დაემხო და ამ კაცის სახელი აღარავის ახსოვს, მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ იუგოსლავიაში მაშინდელი ადგილობრივი არჩევნები ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ მოიგო.
„მილოშევიჩის წინააღმდეგ ოპოზიციას თავიდან ჰყავდა ძალიან პოპულარული ლიდერი, რომელმაც დაარწმუნა პარტიები, რომ მონაწილეობა მიეღოთ მაშინდელი იუგოსლავიის ადგილობრივ არჩევნებში.
რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ვერცერთი მუნიციპალიტეტი ვერ მოიგო, მაგრამ ეს კაცი მილოშევიჩმა დანიშნა იუგოსლავიის მთავრობის ვიცე-პრემიერად. ის დათანხმდა და მომხრეებს აუხსნა, რომ რევოლუციას პერსპექტივა მაინც არ ჰქონდა.
შემდეგ მილოშევიჩი დაემხო და ახლა ამ კაცის სახელი არავის ახსოვს, ჩემი ჩათვლით, მარტო მახსენდება, რომ გრძელი წვერი ჰქონდა. მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს“, – წერს სააკაშვილი.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025