
მინდა, ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე და ის არაფერ შუაშია.
„ჩემი ლოგისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე.
ასე რომ, შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს, ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
0
0