
„არსენალის მთაზე“ „ქოცური“ ორგანოების ცირკ შაპიტოს გადაყვანაში არის ჩადებული ერთადერთი განზრახვა - დაითრიონ ცენტრალური ტერიტორიები მორიგი უღიმღამო პარაგრაფის ჩასადგმელად და ასობით მილიონის გასაკეთებლად,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სააკაშვილმა ამასთან განმარტა, რა მნიშვნელობა იყო ჩადებული მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქუთაისში - პარლამენტის, ბათუმში კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანას.
„ქოცები” განაგრძობენ ჩემთან შეჯიბრს, ოღონდ ეს ძალიან უნიჭოდ გამოსდით. მე პარლამენტი გადავიტანე ქუთაისში, ხოლო საკონსტიტუციო ბათუმში. ამათ ყველაფერი გადააქვთ „არსენალის მთაზე“.
ქუთაისში პარლამენტის გადატანაში იყო ღრმა სტრატეგიული არსი ჩადებული, კერძოდ რეგიონის გაძლიერების, ქვეყნის გაფართოების, ქუთაისის სრულფასოვნად ფუნქციონირებად ქალაქად ქცევის, ხელისუფლების ცენტრის აფხაზეთთან მიახლოების.
ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანას ჰქონდა დიდი პოლიტიკური სიმბოლური დატვირთვა - მას შემდეგ, რაც, პირველ რიგში, თავად აჭარლებმა დაამარცხეს სეპარატისტი ფეოდალი აბაშიძე და აჭარა დაბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში.
„არსენალის მთაზე“ „ქოცური“ ორგანოების ცირკ შაპიტოს გადაყვანაში არის ჩადებული ერთადერთი განზრახვა - დაითრიონ ცენტრალური ტერიტორიები მორიგი უღიმღამო პარაგრაფის ჩასადგმელად და ასობით მილიონის გასაკეთებლად.“- განაცხადა სააკაშვილმა.
0
0