
მინდოდა, კიდევ ერთხელ მეთქვა ის, რაც ჩემთვის სადღეგრძელო კი არა, ჩემი არსებობის საფუძველია. ძალიან ვამაყობ ჩემი აურაცხელი მომხრით, რომელთაც იციან და თავისი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ერთგულება და მეგობრობა არ იყიდება, პოლიტიკური პოზიცია არ იყიდება, თავისუფლება არ იყიდება, სამშობლო და მისი ტერიტორიები არ იყიდება და არაფერზე იცვლება, თქვენ ვერავინ დაგაკნინებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სწორედ თქვენით უდგას ამ ქვეყანას კიდევ სული, სწორედ თქვენი არსებობა და იდეალიზმი მაძლებინებს“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნაკლები ემოციით უნდა უპასუხონ ზოგიერთი ოპოზიციონერის განცხადებებს.
„მინდა, ყველას მოვუწოდოთ, არ დავეშვათ ზოგიერთი ოპოზიციონერის დონეზე და ნაკლები ემოციით ვუპასუხოთ. ცალკე რომ გავწიოთ ზოგიერთი ანგაჟირებული ფიგურა, ენმ-სგან წასულ ძირითად ბირთვთან, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კოორდინირება და ერთმანეთთან მისასვლელი გზა უნდა დავიტოვოთ დიდი ბრძოლების წინ. ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0