-share.jpg)
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს და სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო თანაუგრძნობს.
„მის აღმატებულებას თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო.
მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“, - აცხადებს ილია მეორე.
0
0