მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო აშშ-მექსიკის საზღვარზე კრიზისული მდგომარეობაა - BBC
11/05/2023
09:45
მსოფლიო
A-
+A
მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო აშშ-მექსიკის საზღვარზე კრიზისული მდგომარეობაა. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ცდილობს. ამასთან, მიგრანტების უმეტესობას აშშ-ში ახლობლები არ ჰყავს, ამიტომაც დარჩენა ხშირად პირდაპირ ქუჩაში უწევთ.
შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. მისი თქმით, სიტუაცია ქაოტური გახდა, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.
0
0
220
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%