
"ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება არ გაიხლიჩოს და რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდეს ადგილი, რის გამოც მათ კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
ვოლსკის განმარტებით, კანონის გაწვევის მიუხედავად, ოპოზიცია რადიკალურ ქმედებებს არ შეწყვეტს და ამისთვის ნებისმიერ პლატფორმას გამოიყენებს.
"ოპოზიციის რადიკალიზმის შეწყვეტას რა საკვირველია არ მოველით, ამაზე რაიმე ილუზია არ უნდა იყოს. ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს ქუჩა თუ პარლამენტი ამისთვის იქნება გამოყენებული. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღები იყო, მაგრამ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება არ გაიხლიჩოს და დაპირისპირებას არ ჰქონდეს განვითარების რაიმე პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სწორია და სახელმწიფოებრივია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0