
ვიცე- სპიკერი სოზარ სუბარი უარყოფს და არასერიოზულს უწოდებს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებას ომბუდსმენის ოფისში ახლობლის დასაქმების თხოვნასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემა "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" ისაუბრა.
"მიდის პარლამენტის შტურმი, გამალებული, აქედან გახარია რეზინის ტყვიებს უშენს, ხალხი თვალებს კარგავს და ამ დროს მივდივარ მე და ვიღაცის დასაქმებას ვთხოვ, ძალიან არასერიოზულია" - ამბობს სუბარი.
მისთვის ასვე დაუჯერებელია ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ დარბევის დროს ის ხალხთან იყო.
"გაცილებით ადრე, ვიდრე რეზინის ტყვიების კი არა, ვიდრე გაზის ყუმბარების სროლა დაიწყებოდა, ოთახში სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა, მუდმივად იყო ორი ადამიანი - ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე" - ამბობს სოზარ სუბარი.
საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, სადაც საუბარი იყო 20 ივნისს პარლამენტის შენობაში არსებულ სიტუაციაზე, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მაშინ, როდესაც ცდილობდა გარეთ მყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი ჩუმად იყო და დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვია, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება სთხოვა, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025