06/11/2024
00:03
მსოფლიო
მიჩიგანში, 25 წლის მამაკაცი ისააკ სისელი დააკავეს, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეიარაღებული თავდასხმით იმუქრებოდა.
პროკურორების განცხადებით, ისააკ სისელმა, დასავლეთ ვირჯინიაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს [FBI] უსაფრთხოების ოპერაციების ეროვნულ ცენტრს მუქარისშემცველი შეტყობინება გაუგზავნა.
წერილში ნათქვამია: ”კონსერვატიული ქრისტიანული უზნეობის წინააღმდეგ შეტევას განვახორციელებ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს. ჩემს ხელთ არის მოპარული AR-15-ის ტიპის იარაღი, ხოლო ჩემს სამიზნეს არ დავასახელებ, რათა გეგმების შესრულება უნდა შევძლო. სანამ თავდასხმას არ განვახორციელებ, გამოძიების ფედერალური ბიურო ვერაფერს გააკეთებს - იარაღი საგულდაგულოდ გადავმალე.“
5 ოქტომბერს, ისააკ სისელი ფედერალურ სასამართლოში პირველად წარდგება.
0
0