25/10/2022
10:46
მსოფლიო
მიანმარში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნიკური მეამბოხე ჯგუფის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო - 100-მდე დაშავდა.
ინფორმაცია BBC-ს კაჩინის დამოუკიდებლობის არმიის (KIA) პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ნაუ ბუმ, დაუდასტურა.
ინციდენტი ჩრდილოეთ მიანმარში, კაჩინის შტატში, მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თვითმფრინავმა სამი ბომბი ერთ-ერთ სოფელში, კონცერტის მიმდინარეობისას ჩამოაგდო. აფეთქების შედეგად, დაინგრა შენობები.
დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, ოთხი პოპულარული კაჩინელი მომღერალია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები მედიკოსებს დაშავებულების ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანაში ხელს უშლიან.
კაჩინის შტატის ეს ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში სასტიკი კონფლიქტის ზონად ითვლება, რომელიც არმიასა და კაჩინელ მეამბოხეების შორის მიმდინარეობს ნეფრიტის მაღაროების გამო. ნეფრიტის მაღაროებიდან ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს.
0
0