11/04/2023
14:58
პოლიტიკა
სააკაშვილს და მასთან დაკავშირებით ჯილდოების გადაცემის მარათონს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ამით სააკაშვილს ამ ჯილდოს გადაცემის ავტორები აშარჟებენ - ან მასხარად იგდებენ ამ ადამიანს, ან წარმოუდგენელია, არ იცოდნენ, რომ ეს ამორალურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ჯილდო არც მეტი არც ნაკლები, როგორც ნომერ პირველ წამების შემქმნელ არქიტექტორს, საკუთარი ქვეყნის დამტერორებელს, ამის შემოქმედს და თავად ფუძემდებელს.
ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია სააკაშვილთან დაკავშირებით განსაზღვრა ჯილდო და ეს ჯილდო არის მისი ის პოზიცია, რომ ქართველი ხალხისთვის, საქართველოსთვის, მიხეილ სააკაშვილი არის წამების, გაუპატიურების, ცოცხების მოქმედების მთავარი შემოქმედი და არქიტექტორი, ეს ჯილდო გადასცა მას ყველაზე აღმატებულმა ქართველმა ხალხმა და საქართველომ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.
0
0