
[დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება] მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან... მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? - ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა... - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც მან აღნიშნა, მას აქვს უფლება, რომ ეგონოს, ეს განაჩენი არის „რუსეთის დაკვეთა“.
„ახლა გადავალ, რაც ახლოსაა, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით ისაზღვრება და როგორ ისაზღვრება, კაცმა არ იცის. [დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება] მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან... მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? - ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა...
[რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი] მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცავებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაკითხონო.
მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. ამაფეთქეს რუსებმა... მაქვს უფლება, რომ მეგონოს.
ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ მაწვებიან“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0