06/07/2023
11:21
საზოგადოება
მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან არცერთი სარწმუნო წყარო არაა, ვინც დაბეჯითებით შეიძლება რამე თქვას, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.
„ვცადე დაკავშირება გუშინ მეუფე შიოსთან, როცა გავიგე ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან. არავითარი სხვა ინფორმაცია არ მქონდა - დავურეკე კიდევაც, მივწერე, ეტყობა, ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ყოველთვის პასუხობს ხოლმე. პირადად მისგან ან სარწმუნო წყაროსგან არაფერი ვიცი, მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციით. მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან არცერთი სარწმუნო წყარო არაა, ვინც დაბეჯითებით შეიძლება რამე თქვას. ყველა ვარაუდებს გამოთქვამს, კი ცდილობენ, შეფუთონ, თითქოს ნამდვილად იციან, მაგრამ საიდან უნდა იცოდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, სანამ უშუალოდ საპატრიარქოდან არ მივიღებთ რაღაც ინფორმაციას, დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
0
0