
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია თბილისის საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ვივამედიდან“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ ჩართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს“.
„დღეს რასაც ვუყურებდი, მგონი, „ვივამედი“ უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად. მგონი, ყველაფერია აქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ. სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“. ვიფიქრებდი, რომ პროფილი ცოტათი შეეცვალათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართა.
სააკაშვილმა საზოგადოებას დისტანციურ რეჟიმში სიტყვით მიმართა და თქვა, რომ „აქტიურად აპირებს საქართველოს გადარჩენის პროცესში ჩართვას“.
0
0