09/05/2024
14:20
პოლიტიკა
მილერის განცხადებას ქართული საზოგადოება შეურაცხმყოფლად აღიქვამს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ“.
„მგონი, აღარავის სჯერა, რომ მილერი ობიექტურია. თურმე საქართველოში არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს და ეს დასაშვებია ამერიკაში. ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ამერიკაში პოლიციელების მიერ დასაშვებია აქციის ძალადობრივი დარბევა და საქართველოში დაუშვებელია. ესაა ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, მილერის ამ განცხადებას, სხვა ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქართული საზოგადოება შეურაცხმყოფლად აღიქვამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0