25/11/2021
10:59
პოლიტიკა
ოხანაშვილის თქმით, იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან და მათ კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.
„სხვა საკითხს რაც შეეხება, ეს ერთმანეთში შეუძლიათ, გაარკვიონ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რა პოზიციას აჟღერებს. ფაქტი ერთია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილნი და მათ გარანტირებულად ექნებათ კითხვების დასმის საშუალება. შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს. მგონი, ცოტა ხანში საკუთარ თავს გამოუცხადებენ ბოიკოტს. ასე, რომ აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები. ეს მათი არჩევანია. მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის. ასე, რომ ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
0
0