06/07/2023
11:24
საზოგადოება
“მე პირადად მეუფე შიოს სამშაბათს ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ მოწამლული ვარ, ავად ვარ და ერთ დღეში თუ რამე მოხდა არ ვიცი”, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა.
„მეუფე შიოს წინა კვირაში შევხვდი, პარასკევს თუ ხუთშაბათს. ახლა სამშაბათს ტელეფონზე ველაპარაკე მამა კირიონთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ და სამი დღის წინ მე არაფერი გამიგია და ახალი რამე თუ მოხდა არ ვიცი. ვინც ამას იძახის, იმას ჰქონდა სამედიცინო დასკვნა. მე პირადად მეუფეს სამშაბათს ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ მოწამლული ვარ, ავად ვარ და ერთ დღეში თუ რამე მოხდა არ ვიცი“, - აღნიშნა იოანე გამრეკელმა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
0
0