06/07/2023
21:48
საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ტვ „პირველის“ ეთერში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ანდრია ჯაღმაიძეს არ დაუდასტურებია ინფორმაცია, მე მოვისმინე ეს კომენტარი. რაც მან თქვა შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე ითქვას ზუსტად ასე. საერთოდ არაფერი არ არის აქ ნათქვამი. რა თქმა უნდა შეიძლება ისე იყოს, შეიძლება ასე იყოს. ეს არის ზოგადი განცხადება. მას არ დაუდასტურებია.
ვარაუდები გაივლის, ეს ამბავი ჩაცხრება და ხალხის ცნობიერებაში დარჩება, რომ მეუფე შიო მოწამლეს, რაც არ არის სწორი. არავინ არ იცის მოწამლეს თუ არ მოწამლეს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლიზი.
“მეუფე შიოს მოწამვლაზე ინფორმაციას შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
0
0