
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ჯერ არაა ცნობილი მიმართავს თუ არა ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გიული ალასანიას არ დაუკონკრეტებია როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, დეტალებზე არ უსაუბრიათ, რადგან გუშინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე საათით წართმეული ჰქონდა მეტყველების უნარიც.
"არის მომაკვდავ მდგომარეობაში ადამიანი, მეტყველება აღდგენილი აქვს, ასე თუ ისე, მაგრამ რა წუთში წაერთმევა არ ვიცი. [...] საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს, ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. არავითარი ილუზია არ მაქვს არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით აქ, იმიტომ, რომ აღარაფერი აღარ არსებობს", - თქვა გიული ალასანიამ.
0
0